„მურილიოს მადონა“
1.პროექტის მთავარი იდეა: წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მეტი ინფორმაცია მოეგროვებინათ ცნობილი რუსი პოეტისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სევდიანი სიყვარულის შესახებ.
2.პროექტის აქტუალობა: ისწავლიან რა ცალკე გრიბოედოვის და ცალკე ნინოს ცხოვრებისეულ ისტორიებს გამოუმუშავდებათ ურთიერთ თანამშრომლობის, კვლევა–ძიების, ანალიზის უნარი.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ისტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს ჭავჭავაძეების ოჯახის შესახებ, რა ვითარებაში მოხდა გრიბოედოვის დაახლოვება მაშინდელი თბილისის ამ ყველაზე საყვარელ და ცნობილ ოჯახთან, როგორ წარიმართა ნინოსა და ალექსანდრეს მომავალი ბედი.
4. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოძიებული ინფორმაციის შედეგად მასალების შექმნა, სურათების გამოყენებით ალბომის შექმნა რომელიც გადაეცემა სკოლას და გამოიყენებენ სკოლის სხვა მოსწავლეები.
7. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მძღოლი, მშობელი, დირექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:
1აქტივობა: მოსწავლეს ვაცნობ პროექტის თემას
2. მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად, თვითეულ ჯგუფს ვაძლევ განსხვავებულ დავალებას
3. პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახისა და კერძოდ ნინო ჭავჭავაძის შესახებ
მეორე ჯგუფი აგროვებს მასალებს ალექსანდრე გრიბოედოვის შესახებ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იმ დროისათვის თბილისში ყველაზე გამოჩენილი და საპატიო ოჯახი იყო. აქ მარტო ქართველი მოღვაწეები კი არ იყრიდნენ თავს არამედ რუსეთის დიდი ჩინოსნებიც. ალექსანდრემ შვილების აღზრდა პეტერბურგიდან ჩამოსულ პრასკოვია არსენიევას მიანდო პრასკოვიას მეუღლე გენერალი ახვერდოვი თბილისში, სოლოლაკში თავის საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, პრასკოვიას პეტერბურგში ბევრი მეგობარი ჰყავდა ყოველი რუსი იქიდან ჩამოსული მისი უპირველესი სტუმარი იყო.
სწორედ აქ ,პრასკოვიას ოჯახში, გაიცნო ნინო ჭავჭავაძემ რუსი პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე გრიბოედოვი და 1828 წელს ნინოს ჯვარი დასწერეს გრიბოედოვზე.
ნინო ტანადიიყო, შავგვრემანი, და შავთვალა. ყველას ყურადღებას იპყრობდა.
გრიბოედოვი აღტაცებული, იყო თავისზე ბევრად ახალგაზრდა ცოლი გაგიჟებამდე უყვარდა
,,მურილიოს მადონა’’ ასე შეარქვა ცოლს და ყველა მეგობარს აღტაცებული სწერდა: შეიყვარეთ ჩემი ნინიკო, გინდათ იცნობდეთ მას? მალმეზონის ერმიტაჟში შესვლის თანავე მარხვენა მხარეს დგას მარილიოს მწყემსი ქალის მაგვარი ღვთისმშობლის მაგვარი ქანდაკება–აი ის!
ახალდაქორწინებულები წინანდალში შესანიშნავ დროს ატარებდნენ, სეირნობდნენ ბაღებში, სიყვარულის სკამზე ჩამომჯდარნი ტკბილად საუბრობდნენ. სამწუხაროდ ბედნიერი დრო მხოლოდ ოთხ თვეს გაგრძელდა 1829 წელს, თებერვალში, გრიბოედოვი თეირანში მოკლეს.
გამგზავრების წინ გრიბოედოვმა ნინოს დაუბარა: თუკი სკარსეთში დავიღუპები ჩემი სხეული იქ არ დატოვო თბილისში მამადავითის თაძარში დამასაფლავეთ.
როდესაც გრიბოედოვი მოკლეს, ის მხოლოდ 16 წლის იყო, გარს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, აღარ გათხოვილა. ნინოს მიერ ალექსანდრეს ნაწარმოებების ь შენაძენს წარმოადგენს.
მოგვიანებით ნინო დავით დადიანს სწერდა: “ვაი, რომ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა... ჩემი სიყვარული ახლა მთაწმინდაზე წევს და როცა ეს სიყვარული გაქრება მეც მოვკვდები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ. V. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან შედეგის გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად.
- ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს.
- ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
- მოჰყავს ფაქტები, მაგალითები, {საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას}
პროექტის ხელმძღვანელი: მარინე მარტიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: marinemartiashvili@gmail.com